დასაწყობება

სხვადასხვა ტიპის შემნახველი საწყობებით მომსახურებას და შენახვა ჩვენი ლოჯისტიკური პორტფოლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერი სახის ტვირთი, შეთანხმებული ვადის განმავლობაში საიმედოდ და დაცულად შეინახოს როგორც ღია ასევე დახურულ საწყობებში დროებით ან გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში.

დასაწყობების მომსახურების მოკლე ჩამონათვალი:

  • ნაკრები ტვირთების კონსოლიდირება შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან
  • დახარისხება და შეფუთვა
  • მარკირება
  • ტვირთების დროებითი/გრძელვადიანი დასაწყობება
  • საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიტანა