ტოპოგრაფიული კვლევა

გიანთის კვალიფიციურმა გუნდა შესაბამისი თეორიული ცოდნითა და გამოცდილებით, კარგად იცის რა პრობლემები შეიძლება შექმნას მძიმეწონიანმა ტვირთებმა გზაზე და მიმდებარე გარემოზე. ტოპოგრაფიული კვლევა გულისხმობს ყველა შესაძლო რისკის მინიმიზაციასა და პროექტის განხორციელებას უსაფრთხოების სტანდარტებსი დაცვით.

სამუშაო არეალი, გზის შესწავლისა და ანალიზის მონაცემები, ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებთან ერთად უზრუნველყობს როგორც  მესამე მხარის საკუთრების დაცვას, ასევე წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვის რეალური გზების დანახვას. ტოპოგრაფიული კვლევა დეტალურ სურათს იძლევა, თუ რა ზიანი/გავლენა შეუძლია არაგაბარიტულ და მძიმეწონიან ტვირთს მოახდინოს გადაზიდვის პარალელურად.

წინასწარი ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია თეორიულ გათვლაზე შესაძლებლობას გვაძლევს ვმართოთ დაგეგმილი ღონისძიებები სასურველი შედეგის მისაღწევად.