გზის მონაკვეთის შესწავლა

ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია გადასაზიდი მარშრუტის წინასწარი შესწავლა და დაბრკოლებების მინიმიზაცია, კომპანიის გამოცდილი საპროექტო გუნდი მუდმივად მუშაობს გზის მონიტორინგზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შემოგთავაზოთ გადაზიდვის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი.

ყველა დეტალი შეისწავლება წინასწარ, ჩვენი ტექნიკური ინჟინრები ამზადებენ რთული მონაკვეთების გადალახვის 2დ და 3დ მოდულაციებს, მთელი პროცესი გამჭვირვალეა. დამკვეთი კომპანია იღებს სრულ, დასურათებულ, შესაბამისი ფორმატის ანგარიშს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ერთვება გზის გამტარიუნარიანობის ამაღლებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვასრულებთ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი საბოლოო შემოთავაზება ყოველთვის დაფუძნებულია ლოჯისტიკურ ანალიზზე და მკაფიო, რეალურად განხორციელებად გადაწყვეტილებებზე.