საიტის გზების შესწავლა

საპროექტო გადაზიდვის ორგანიზება რთული და მრავალეტაპიანი პროცესია, აღნიშნული პროცესის  ერთ-ერთი ეტაპია სამუშაო არეალის შესწავლა, ყველა კრიტიკული წერტილის იდენტიფიცირება და ზუსტი ანგარიშის მომზადება.

მრავალწლიანმა მუშაობამ ამ მიმართულებით და თეორიულმა ცოდნამ გამოგვიმუშავა პრაქტიკული ჩვევებიც, თუმცა ეს ის სამუშაოა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დამუშავებულ, კარგად არგუმენტირებულ და შესწავლილ შეთავაზებას.

როგორი რთული და კომპლექსურიც არ უნდა იყოს თქვენი პროექტი, ჩვენ ვიცით როგორ განვახორციელოთ გადაზიდვა და წინასწარი გაანგარიშებით მინიმუმამდე დავიყვანოთ გზაზე წარმოჩენილი ყველა შესაძლო რისკი.